მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ოცნების' ზუგდიდის ოფისიდან გამქრალი მილიონები-მითი თუ სინამდვილე?

'ქართული ოცნების' ზუგდიდის ოფისიდან არჩევნებისთვის განკუთვნილი 3.800.000 ლარი უკვალოდ აორთქლდა. ამ საკითხს კი უახლოეს მომავალში ცენტრიდან მოვლინებული სპეციალური სარევიზიო კომისია გამოიძიებს. ასეთ ინფორმაციას აწვდის საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმირებული და სანდო წყარო 'ქართული ოცნების' ზუგდიდის ორგანიზაციიდან. ჩვენ დავინტერესდით ამ თემით და შეძლებისდაგვარად შევეცადეთ დავკავშირებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ხელი მიუწვდებოდა აღნიშნულ ინფორმაციაზე. 'ქართული ოცნების' წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მას პირველად ესმის ამის შესახებ. იგივე განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ, რომელიც 'ქართული ოცნების' ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ამ დრომდე მუშაობდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ასევე ელაპარაკა იმ კოორდინატორებს, რომლებიც მთელი სამი თვის განმავლობაში პარტიულ და წინასაარცევნო სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურება მიიღეს, დარჩენილი თვეების ხელფასებს კი დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.

'ამდენი მილიონები თუ იყო გადმორიცხული კოორდინატორებს რატომ არ მისცეს? ან რა ხარჯები ჰქონდა ამდენი 'ქართულ ოცნებას' ზუგდიდში? საჭმელი ჩვენ არ გვიჭამია იქ ნორმალური და ბენზინის ტალონებიც სამათხოვრო გვიხდებოდა ზოგჯერ. ჩვენი ოფისის წინ, კოსტავას ქუჩაზე ერთი პურსაცხობი იყო, იქ შოთის პურებს ძლივს ვყიდულობდით და ოცდაოთხი საათი იმას ვჭამდით. თუ მართალია ეს ამბავი და ამდენი თანხა მართლა გაქრა უკვალოდ, მე გამიხარდება თუ ამ ამბავზე დაიწყება სერიოზული მოკვლევა და გამოძიება. პირადად კი ვერაფერს გეტყვით სად რა და ვინ გადმორიცხა, მითუმეტეს ვინ გააქრო თანხა. ან მე ვინ ჩამახედებდა ასეთ ამბებში?'-ავხადებს smo.ge-თან საუბარში 'ქართული ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა მოგვთხოვა.

'კოორდინატორების და წინასაარცევმო თანხებს რაც შეეხება ჩვენ არ გვეხება. ეს ცენტრალური ოფისის პრეროგატივა და მათი გადასაწყვეტია. მე მაინც მგონია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ოფისიდან თანხების გაქრობა. სიმართლე გითხრა არც რევიზიაზე გამიგია რამე, თუმცა თუ ეს სიმართლეა სწორი მიმართულება არ არის. არამგონია უნდობლობამ კარგი შეფასება დაიმსახუროს' - აცხადებს 'ქართული ოცნების' ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია.

თბილისში, ექპო ჯორჯიაში გამართულ 'თავისუფალი დემოკრატების' ყრილობაზე საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან სამეგრელოში დიდი რესურსი ჩადო, მაგრამ საბოლოო შედეგზე ეს არ აისახა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში გადაიხედოს არჩევნებთან დაკავშირებული ფაქრები და გამოძიებაც დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი წყარო, რომელიც აღნიშნულ ყრილობას დაესწრო აცხადებს, რომ ივანიშვილის ტონი კატეგორიული იყო. ის არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდეს სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდის ოფისში დაგეგმილი მოსალოდნელი რევიზია. მერაბ ქვარაია კი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეეხებოდა ადამიანურ რესურსებს და არა ფინანსურს. ქვარაია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება  ერთის მეორესთან დაკავშირება.

'ქართული ოფისის' ოფისი ზუგდიდში უკვე აღარ არსებობს. კოსტავას ქუჩაზე ოფისი ოფიციალურად დაიკეტა, სახლი კი მეპატრონეს დაუბრუნდა, თუმცა თვის ბოლომდე იმავე სახლში 'ქართული ოცნების' ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი გია ალასანია ცხოვრობს. როგორც გავიგეთ სახლის მეპატრონემ გამარჯვებულ პარტიას ბოლო ერთი თვის ქირა არ გადაახდევინა.

ჯერჯერობიტ ისევ გაურკვეველია მართლა გადმორიცხა თუ არა ცენტრმა ზუგდიდში 3.800.000 ლარი და რას მოხმარდა აღნიშნული თანხა. უპასუხოდ რჩება ასევე კითხვა გამოიძიებს თუ არა სპეციალური სარევიზიო კომისია 'ქართული ოცნების' ზუგდიდის ოფისის საქმიანობას.

SMO.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები