მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პავლე კუბლაშვილი - ძალიან კარგი იქნება, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს მოყვება

ძალიან კარგი იქნება, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს მოყვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. 'ძალიან კარგი იქნება, თუ ყველაფერს მოყვება, რის გამოც აღიარა დანაშაული, ან რაც ჩაიდინა', - აღნიშნა კუბლაშვილმა. 
მისივე თქმით, ამ ადამიანს დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა შესაბამისი სასჯელი და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ დღეს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. 
ამასთან, მას უჭირს პროგნოზის გაკეთება, გაამართლებს თუ არა სასამართლო თავდაცვის ყოფილ მინისტრს.
'ამაზე ვერაფერს გეტყვით, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის შეუცვლია', - დასძინა კუბლაშვილმა, რომელიც არ ფიქრობს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი იყო.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები