მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პალდოს ბაზაზე მომხდარი იმის შედეგია, რომ მეთაურები დეზერტირების ცრუ ჩვენებების საფუძველზე დააკავეს...

„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი' რეკრუტების მიერ პალდოს საწრთვნელი ბაზის მიტოვების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი,  შედეგია იმისა, რომ დეზერტირი ჯარისკაცების ცრუ ჩვენებების საფუძველზე, მოხდა მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას, სახმელეთ ოჯარების მთავარი სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძის, გაერთიანებულიშტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის და სხვა მეთაურების დაკავება და საბრალდებო სკამზე დასმა.


„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალდოს საწრთვნელი ბაზა დატოვარამოდენიმე ათეულმა რეკრუტმა, სადაც გადიოდნენ BCT-ის (ჯარისკაცის საბაზისო საბრძოლო მომზადება) კურსს. ბაზის დატოვების მიზეზად სერჟანტის მიერ საპირფარეშოების დალაგების მოთხოვნა დასახელდა.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი რამ არ უნდა იქნას წახალისებული. მოთხოვნა, რომელიც მათ მიმართ იქნა წაყენებული ინსტრუქტორის მიერ, არის ჯარის შინაგანაწესით გათვალისწინებული. ჯარი არ არის თავშესაფარი, სადაც ქურდული მენტალიტეტის და ტრადიციების მატარებელ ხალხს უფლება აქვს არ დაემორჩილონ დადგენილ წესებს და სახელმწიფოს ხარჯზე ჰქონდეთ ხელფასი და სოციალური პაკეტები. ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა და მისი წახალისება გამოიწვევს მთლიან შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის რღვევას, რასაც შემდგომში შესაძლოა მოჰყვეს ამბოხი და დაუმორჩილებლობა. აღნიშნულ შემთხვევაში უადგილოდ მიგვაჩნია თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.

სამწუხაროდ, ყოველივე ეს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგია. თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს უნდა სცოდნოდა, რომ რიგითი ჯარისკაცების დაპირისპირება მეთაურებთან ამ შედეგამდე მიიყვანდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს. ეს შედეგია იმისა, რომ დეზერტირი ჯარისკაცების ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოხდა მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას, სახმელეთო ჯარების მთავარი სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის - პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის და სხვა მეთაურების დაკავება და საბრალდებო სკამზე დასმა. დანაშაულად შეირაცხა ისეთი ქმედებები, როგორიცაა ჯარში დისციპლინის დაცვა, ფიზიკური ვარჯიში და ჯარიდან ისეთი პირების დათხოვნა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ჯარისკაცზე დაკისრებულ მოთხოვნებს. ამ ყველაფრის შემდეგ კი მეთაურებს თავიანთი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების შიში გაუჩნდათ, ჯარში კი დისციპლინა საგრძნობლად დაეცა, რაც საბოლოოდ სავალალოშედეგებამდე მიიყვანს ქართულ შეიარაღებულ ძალებს' - ნათქვამია  „თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის' განცხადებაში, რომელსაც თეა თუთბერიძე აწერს ხელს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები