მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პალესტინის ავტონომიას სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიის სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსამდე ამაღლებას. ამის შესახებ ტელეკომპანია 'ბიბისი' იუწყება. 
ამასთან, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ამ გადაწყვეტილებამდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ პალესტინელების სტატუსზე კენჭისყრა 'იქნება უკანასკნელი შანსი ორი სახელმწიფოს შექმნისთვის'.
თავის მხრივ, გაერო-ში ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მშვიდობის ხელშეწყობის ნაცვლად პროცესებს უკან წევს.
საერთო ჯამში, სტატუსის ამაღლებას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ. მათ შორის - რუსეთმა, საფრანგეთმა და იაპონიამ.
ხოლო 41 ქვეყნის წარმომადგენელმა თავი შეიკავა. მათ შორის - დიდი ბრიტანეთის და გერმანიის.
პალესტინლისთვის სტატუსის ამაღლებაზე უარი თქვა ცხრა ქვეყანამ: აშშ-მა, ისრაელმა, კანადამ, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, პანამამ და ჩეხეთმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები