მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პან გი მუნი მაჰმუდ აჰმადინეჯადის ანტიისრაელურ განცხადებებს გმობს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ირანის პრეზიდენტსი მაჰმუდ აჰმადინეჯადის ანტიისრაელური განცხადებები დაგმო. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება .
პან გი მუნის განცხადებით, ის შეშფოთებულია განცხადებებით, რომელიც ისრაელის არსებობას საფრთხეს უქმნის და მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ რეგიონში დაძაბულობის ზრდას.
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 17 აგვისტოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 'სიონისტური რეჟიმი კიბოა', რეგიონის სახელმწიფოები 'გაუსწორდებიან პალესტინური მიწების უზურპატორებს' და დაამყარებენ ახალ წესრიგს, სადაც 'ამერიკელებისა და სიონისტების ადგილი არ იქნება'.
ასევე, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ როდესაც ისრაელი არსებობას შეწყვეტს, მისი ტერიტორია პალესტინელ ხალხს დაუბრუნდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები