მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პან გი მუნი: სირიაში სიტუაცია მძიმდება და ძალადობა არ წყდება

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი აცხადებს, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობა არ წყდება, კონფლიქტი კი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება.

'მიუხედავად იმისა, რომ სირიის ხელისუფლებამ მიიღო გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის გეგმა, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა არ შეწყვეტილა. სიტუაცია უარესდება', _ განაცხადა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე გაერომ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, არ მიმართოს ჯარი დასახლებული პუნქტებისაკენ, შეწყვიტოს მძიმე ტექნიკის გამოყენება და ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ჯარის გამოყვანა დაიწყოს.

'გაეროს ეს მოთხოვნა არა უგვიანეს 10 აპრილისა უნდა შესრულდეს',_ ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები