მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პაპუნა დავითაიამ მეცნიერებს ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი გააცნო

14 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ეწვია. მინისტრი მეცნიერებს შეხვდა და მათ ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი გააცნო.

პაპუნა დავითაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართველ მკვლევარებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ორ მხარეს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელია ბრიტანული ბიბლიოთეკის ფონდებსა და საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში დაცული მასალების გამოყენებით ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის დოკუმენტირება და შესწავლა, რაც გულისხმობს საკატალოგო ინფორმაციის გავრცელებას, ინიციატივების ხელმისაწვდომობასა და ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას.

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ცენტრში ვიზიტისას გაეცნო უძველეს ქართულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს.

'დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი'

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები