მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პაპუნა დავითაია ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაია, ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებში, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელეს. შეკრებილმა საზოგადოებამ, ამ მიზნით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერა განიხილა.

დავითაია, ბარსელონაში მცხოვრებ თანამემამულეებს, მათთვის აქტუალურ თემებზეც ესაუბრა.

შეხვედრის დროს დიდი დაინტერესება გამოიწვია პაპუნა დავითაიას აპარატის მიერ ინიცირებულმა, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის მომზადებულმა ერთიანმა სასწავლო პროგრამამ.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს სასწავლო პროგრამის შესაბამისია და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში შეეძლებათ.

presa.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები