მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პაპუნა დავითაია იტალიელ პარლამენტარებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, იტალიის პარლამენტში შეხვედრები გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, პაპუნა დავითაია იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრანკო ნარდუჩის შეხვდა, რომელიც იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო ოლქიდან არის არჩეული.

'დიასპორის საკითხებში მუშაობის თვალსაზრისით, იტალიის გამოცდილება მრავალმხრივ საინტერესოა. როგორც ცნობილია, იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს ორპალატიან საპარლამენტო შემადგენლობას, დეპუტატთა პალატას და სენატს, სადაც საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო ოლქებიდან დიასპორის მიერ არჩეული დეპუტატებიც არიან წარმოდგენილნი,'- ნათქვამია დავითაიას აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები