მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პაპუნა დავითაია პარლამენტის წევრებს შეხვდება

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ხვალ 13.00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი პარლამენტის წევრებს უმასპინძლებენ.

როგორც 'ჯეონიუსს' დიასპორის აპარატიდან აცნობეს, პარლამენტარებს  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურებს გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი 'უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ'.

 http://geonews.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები