მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტის ახალი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს ფეხზე ადგომით არ შეხვდა

პარლამენტის ახალი უმრავლესობა, უმცირესობისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილს ფეხზე წამოდგომით არ შეხვედრია. 'ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ტაშითაც შეაწყვეტინეს. 
სიტყვის დასასრულს კი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სხდომაზე დამსწრეებს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, 'ქართული ოცნების' ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს. 
საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება დავით უსუფაშვილსაც მიულოცა და ახალი მოწვევის პარლამენტს 'ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა' უსურვა. 
მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებით სხდომათა დარბაზიდან ისევ 'ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლებმა გააცილეს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები