მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ს სტუმრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რომელიც მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

უსუფაშვილს „ქართული ოცნების' ორი დეპუტატი ახლავს თან - საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების' თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში.

უსუფაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დელეგაცია საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტებს განიხილავს; მან ასევე განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება'  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები