მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტის წევრებმა, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით, 2 687 752 ლარის პრემია მიიღეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით, პრემიის სახით 2 687 752 ლარი მიიღეს , - ამის შესახებ მონაცემებს 'ინფორმაციის თავისუფლების განვითარების' ინსტიტუტი ავრცელებს. 
ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტის ჩვეულებრივ წევრთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 2865 ლარს შეადგენს, პარლამენტის თავმჯდომარის - 4450 ლარს, პირველი მოადგილის - 4400 ლარს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის - 3500 ლარს. 
რაც შეეხება უშუალოდ პრემიებს, 'ინფორმაციის თავისუფლების განვითარების' ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველთვიურად პარლამენტის წევრები საშუალოდ პრემიის სახით იღებენ 280 ლარს, თუმცა დამატებითი წახალისების სახით ორმაგი და სამმაგი ხელფასის ოდენობის თანხები გაიცემა აპრილში - 421 825 ლარი, ივლისში - 948 332 ლარი, ნოემბერში - 439 565 ლარი, დეკემბერში - 451 535 ლარი.
წინა მოწვევის პარლამენტში პრემიების სახით წაახალისეს 'ლებორისტული პარტიის' მიერ შექმნილი ფრაქციის წევრები - შალვა ნათელაშვილი - 8595 ლარი პრემია, კახაბერ ძაგანია - 8595 ლარი პრემია, იოსებ შატბერაშვილი - 8595 ლარი პრემია, გიორგი გუგავა - 8595 ლარი პრემია. 
'როგორც ცნობილია, 'ლეიბორისტული პარტიის' წევრები არც ერთხელ არ დასწრებიან წინა მოწვევის პარლამენტის სხდომებს რადგან ოფიციალურად ახდენდნენ მის ბოიკოტირებას. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პარლამენტში, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებში, პრემიების გაცემა ხდება არა გაწეული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, განსაკუთრებული დამსახურების ან საქმიანობის წახალისების მიზნით, არამედ როგორც მხოლოდ სახელფასო დანამატი', - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში. 
2012 წელს კი, ყველაზე დიდი ოდენობის პრემიები გაიცა შემდეგ დეპუტატებზე - დავით ბაქრაძე - 31 650 ლარი, გიორგი წერეთელი - 27 450 ლარი, მიხეილ მაჭავარიანი - 27 280 ლარი, გიორგი გაბაშვილი - 26 050 ლარი, დავით დარჩიაშვილი - 25 500 ლარი, ხათუნა გოგორიშვილი - 25 355 ლარი, გიორგი მელაძე - 25 246 ლარი, პავლე კუბლაშვილი - 24 950 ლარი, აკაკი მინაშვილი - 24 950 ლარი, ნუგზარ წიკლაური - 24 950 ლარი, ზურაბ მელიქიშვილი - 24 780 ლარი, პეტრე ცისკარიშვილი - 24 780 ლარი, ჩიორა თაქთაქიშვილი - 22 575 ლარი, გიორგი კანდელაკი - 22450 ლარი, აკაკი ბობოხიძე - 20 757 ლარი, გიორგი თარგამაძე - 19 194 ლარი, შოთა მალაშხია - 18 137 ლარი.
2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით ყველაზე დიდი ოდენობის პრემიები ახალი მოწვევის პარლამენტში მიიღეს დეპუტატებმა - დავით უსუფაშვილი - 9162 ლარი, მურმანი დუმბაძე 8 831, მანანა კობახიძე - 8 662, ზურაბ აბაშიძე - 8 589, ზვიად ძიძიგური - 8 562, გიორგი ბარამიძე - 8 562, ირაკლი ჩიქოვანი - 8 495, დავით ონოფრიშვილი - 7 631, გიგლა აგულაშვილი - 7 604, ირინე იმერლიშვილი - 7 577, დავით ბერძენიშვილი - 7 531, ზაქარია ქუცნაშვილი - 7 504, ვახტანგ ხმალაძე - 7 502, ვიქტორ დოლიძე - 7 389, ეკა ბესელია - 7 362, ერეკლე ტრიპოლსკი - 7 362, ზურაბ ტყემალაძე - 7 362, გუბაზ სანიკიძე - 7 362, თედო ჯაფარიძე - 7 362.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები