მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტი დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო.
კანონმდებლობით, უკანასკნელი ნდობის გამოცხადებიდან მინისტრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე, პარლამენტს შეუძლია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას ცალკეული მთავრობის წევრის აცილების საკითხი. 
მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად დღეს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. მინისტრთა განახლებულ კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წარუდგენს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. სხდომა 12:00 საათისთვის დაიწყება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას კი დეპუტატები 13:00 საათიდან დაიწყებენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები