მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამკიცებს

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „მეტი სარგებელი ხალხს' ნდობას დღეს გამოუცხადებს.

ნდობის გამოცხადების საკითხზე, დეპუტატები დღეს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაამტკიცებენ, სადაც ცვლილება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის გამო შედის. კერძოდ, უწყების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი გამოიყოფა.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის' წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების „ფარსში' მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ამ ფრაქციის წევრების ბოიკოტის მიუხედავად, სხდომას ფრაქციის წევრი „ქართული დასის' ლიდერი ჯონდი ბაღათურია დასწრება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში პრემიერის შეცვლისა და ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენის გამო დადგა. სამთავრობო ცვლილებებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია არის წარდგენილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის - ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კი - დალი ხომერიკი, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელად - პაატა ტრაპაიძე.

პრემიერობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან ერთად შეხვედრები პარლამენტში გუშინ გამართა და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

რაც შეეხება კონსტიტუციის მიხედვით, ნდობის გამოცხადების საკითხს, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 29 ივნისს რიგგარეშე სხდომით დახურა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების დასამტკიცებლად მუშაობას ისევ რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები