მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნება

საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია ,,ქართული ოცნების'' დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ინიციატივით ახალი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ფორუმი' შეიქმნება. ამის შესახებ, პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი.

ფრაქციაში გაწევრიანდება ექვსი დეპუტატი და მას გორის მაჟორიტარი სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.

,,საპროცედურო საკითხთა კომიტეტში სარეგისტრაციოდ შემოვიდა ახალი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ფორუმი', რომელშიც გაწევრიანდა ,,ეროვნული ფორუმის' ექვსი დეპუტატი. ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მათ თავიდანვე ჰქონდათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ', _განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა ამ დრომდე ოთხი ფრაქციით იყო წარმოდგენილი, კერძოდ ფრაქცია ,,ქართული ოცნება' , ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები', ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები' და ,,ქართული ოცნება_რესპუბლიკელები '.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები