მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარტიებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე პარლამენტში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პარლამენტში დღეს გაიმართება. შეხვედრას გამართავენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩიორა თაქთაქიშვილი. 
დეპუტატები 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების' შესახებ კანონში შესატან დამატებაზე ისაუბრებენ და იმის განმარტებას შეეცდებიან, რომ ახალი რეგულაციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არ ზღუდავს. 
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ დაავალა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ, მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება. 
'მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების' შესახებ კანონით, პარტიებთან 'დაკავშირებულ პირებს' იგივე ფინანსური შეზღუდვები და პასუხისმგებლობები უწესდებათ, რაც პარტიებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარტიებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ კანონის მიხედვით, თავადაც 'დაკავშირებულ პირთა' არეალში ხვდებიან და შესაბამისად, თუ პარტიებთან გააგრძელებენ მუშაობას, დონორებისგან თანხების მიღება აეკრძალებათ. საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული არასამთავრობო ორგანზიაციების ძირითად დაფინანსების წყაროს კი, უცხოური გრანტები თუ დონორები წარმოადგენენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები