მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარტიებს ცესკო-ში განაცხადების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ

პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.

ბოლო მონაცემებით, ცესკო-ში სულ 40 პარტიის განაცხადია შესული, 14-მა კი, რესგიტრაცია უკვე გაიარა.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ, ცესკოში განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტომდე აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა კი, პირველ სექტემბრამდეა.

ასევე, რამდენიმე დღეში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირება უნდა დაიწყონ. რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა, საკრებულოებმა და გამგეობებმა 11 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც სააგიტაციო მასალების გამოქვეყნება აიკრძალება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები