მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქის გადაწყვეტილებით საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შაბათ-კვირას იკურთხება საქართველოს ქალაქები და სოფლები ყველა ეპარქიაში.

წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.

მრავალგზის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: ''მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო'.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პატრიარქს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო გაუჩნდა, რათა მოახლოებულმა არჩევნებმა მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაიაროს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები