მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქი საზოგადოებას სიკეთისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზოგადოებას სიკეთისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს. 
როგორც პატრიარქმა დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ყველაზე დიდი საოცრება და საკვირველება დედამიწაზე, თვითონ ადამიანია, რომელიც 'გვირგვინია ღვთის ქმნილებისა'. მისი თქმით, ფიქრობდნენ და დღესაც ფიქრობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის ძმა, მეგობარი და უახლოესი პიროვნება, მაგრამ არის სხვა შეხედულებაც - ძველმა რომაელებმა თქვეს, რომ 'ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო', რასაც, უწმინდესის აზრით, ქართველი ადამიანი არ იზიარებს. 'ვერასდროს დავუშვებთ ჩვენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი იყოს', - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ ისაუბრა დღევანდელი პერიოდის სირთულეზე და მას საერთაშორისო არასტაბილური მდგომარეობა უწოდა. მისი თქმით, ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანს ავიწყდება თავისი უკვდავი სული და რწმენა, ზოგი მატერიალურ დოვლათს იხვეჭავს და თვითონაც არ იცის, რატომ და რისთვის. ასევე, როგორც პატრიარქი ამბობს, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძარცვავენ და ავიწროებენ ხალხს. თუმცა, არიან კეთილი ადამიანებიც.
პატრიარქის განცხადებით, ეს ადამიანები სხვისთვის ცხოვრობენ და სხვის ტვირთს საკუთარ თავზე იღებენ. 'მადლობა უფალს, ასეთი ბევრი გვყავს', - აღნიშნა ილია მეორემ და საკუთარი სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა, როცა მრევლი წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში რჩებოდა და რეგიონებიდან ჩამოსულ მომლოცველებს ღამის გასათევს სთავაზობდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები