მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში გამთენიისას, 03:30 საათზე დაბრუნდა .
პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები დახვდნენ. აეროპორტიდან უწმინდესი საპატრიარქოში მიბრძანდა და საპატრიარქოს ეზოში, ხარების ეკლესიაში მგალობლებთან ერთად იგალობა.
უწმინდესი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც წმინდა გიორგის სახელზე ქართული ტაძარი აკურთხა. შეხვდა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს. შეხვედრის შემდეგ, 'ბი-ბი-სი'-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილია მეორემ თქვა - `დედოფალმა მითხრა რთულია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი~.
ილია მეორე ლონდონში 4 თებერვალს გაემგზავრა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები