მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქი 23 იანვარს პუტინს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება.
საეკლესიო დელეგაციაში ასევე საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე.
ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით ჩადის. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდება. უწმინდესი 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრას.
როგორც ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, ვიზიტის მიზანი, საქართველოს პატრიარქის დაჯილდოებაა.
'მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა' საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიით დააჯილდოვა. ეს ჯილდო უკავშირდება მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 იანვარს. ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მის უწმინდესობა კირილის რეზიდენციაში ორ პატრიარქს შორის. გარდა ამისა, 22 იანვარს მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაგეგმილია წირვა, რომელშიც ორი ქვეყნის პატრიარქები და წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი', - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისივე თქმით, 23 იანვარს, 15.00 საათზე გაიმართება შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
პატრიარქი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.
EPN

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები