მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობისა და სამების დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სულთმოფენობის და სამების დღესასწაული მიულოცა.
როგორც სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა, წმინდა სამება სამყაროს შემოქმედია და ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობის რომ არ ყოფილიყო, მისი აშენება შეუძლებელი იქნებოდა.
დღესვე უწმინდესმა დალოცა რვა გვარი - ძიძიშვილები, ბეკოშვილები, გლუნჩაძეები, რეხვიაშვილები, ჯინჭარაძეები, გიგიაძეები, ინწკირველები და თეთრაძეები. პატრიარქმა, ასევე, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა დეკანოზ ზურაბ ხაჩიძეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები