მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქმა სამშობლოს მნიშვნელობაზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დღეს, ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამშობლოს მნიშვნელობაზე იქადაგა .
უწმინდესმა ირანიდან ჩამოსული ქართველები დალოცა, ამბიონიდან ჩაბრძანდა და მათ პირადად მიესალმა. 
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ისინი არიან გუჯრები, რომლებიც ცხოვრობენ მაზანდარაში და ქართველი ერისთვის დიდი სიხარული და ზეიმია, რომ ისინი დღეს თავიანთ სამშობლოში ჩამოვიდნენ. უწმინესმა ღმერთს დიდება და მადლობა შესწირა, რომ 400 წლის შემდეგ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება ეღირსათ.
'400 წელია, რაც მათი წინაპრები საქართველოდან ძალით წაიყვანეს და დღეს დადგა ის ბედნიერი დღე, როცა ისინი ჩამოვიდნენ თავიანთ მიწა-წყალზე. მათ უწოდებენ გურჯებს. გურჯი ქართველს ნიშნავს. მათ თავიანთი ეროვნება არ დაივიწყეს. აქ ჩამოსვლა არის ბრძნული გადაწყვეტილება და მინდა დავლოცო ჩვენი სისხლი და ხორცი - ქართველები, რომელთა ნაწილმა ქართული ენა არ იცის, მაგრამ საქართველო მათ გულშია', - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ყველა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, თუ რას ნიშნავს სამშობლო. 'სამშობლო არა მხოლოდ ჩვენი ცა და ქვეყანა, ბუნება და გენებია, არამედ ჩვენი წინაპრებია, ის მადლი, რომელიც ღმერთმა ქართველ ხალხს დააბერტყა. ეს გადმოდის თაობიდან თაობამდე და დღეს ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს ქართველებს ამ წმინდა ტაძარში ვხვდებით. სამშობლოს მადლი, ღვთის ძალა და ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს. ღმერთმა ინებოს, რომ შევერთდეთ და გამთლიანდეს ქართველი ხალხი. თქვენ დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში და ისევ ვიყოთ ერთად', - მიმართა უწმინდესმა ირანიდან ჩამოსულ ქართველებს.
დღესვე პატრიარქი ირანიდან ჩამოსულ ქართველებს საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღებს. 
ქადაგების დასასრულს კი, უწმინდესმა, ტრადიციულად, რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის ნადირაშვილები, ქოიავები, კახიშვილები და მირცხულავაძეები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები