მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პირველად საქართველოში - გაზეთი 'ლელო' კოპა ამერიკას ოპერატიულად აშუქებს

გაზეთი 'ლელო' არგენტინაში მიმდინარე 2011 წლის სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშებას ოპერატიულად აშუქებს და ამ, ძალზე საინტერესო ტურნირს დიდ ყურადღებას უთმობს.
სამხრეთ ამერიკასა და საქართველოს შორის დროში დიდი განსხვავების გამო, კოპა ამერიკაზე მატჩების დასაწყისი ჩვენთან ნაშუაღამევს უწევს, თუმცა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრების შეჯიბრისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გაზეთი 'ლელო', პირველად საქართველოში, ამ ტურნირის მატჩების შედეგებს იმავე დღეს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის ერთერთი ყველაზე ძველი და პრესიტიჟული საფეხბურთო ტურნირის რიგით 43-ე გათამაშებას 1-24 ივლისს არგენტინა მასპინძლობს. წლევანდელი კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი 12-გუნდიანი იყო და მასში ათ სამხრეთამერიკულ ნაკრებთან ერთად, კონკაკაფის ორი წარმომადგენელი: მექსიკა და კოსტა რიკაც ჩაერთო.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები