მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'პოლიტიკური არასტაბილურობის გამო საქართველო რუსული ავანტიურისთვის ადვილი მსხვერპლი გახდება'

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Financial Times -თან ინტერვიუში ეხმიანება და აცხადებს, რომ 'პოლიტიკური არასტაბილურობის გამო საქართველო რუსული ავანტიურისთვის ადვილი მსხვერპლი აღმოჩნდება'.

სააკაშვილი ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ დაჭერებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 'პრემიერ-მინისტრი პირადად დირიჟორობს მრავალრიცხოვანი გამოძიებებისა და დაპატიმრებების სერიას მას შემდეგ, რაც კოალიციამ 'ქართული ოცნება' საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა'.

'თუ ჩვენ ვიქნებით იზოლირებული ჩვენი პოლიტიკური გაუტანლობისა და არასტაბილურობის გამო, აღმოვჩნდებით სიტუაციაში, საიდანაც უკვე ევროპაში გზას ვერ გავაგრძელებთ, არამედ ვიქნებით ადვილი მსხვერპლი რუსი ავანტიურისტებისთვის' - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილს იმ 'პოლიტიკური ჩიხის დასრულებისკენ' მოუწოდებს, რომელმაც 'შეიძლება, დასავლეთის მიერ საქართველოს მიტოვება და მისი რუსეთის ზემოქმედებისთვის მოწყვლადობა გამოიწვიოს'. 

'პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო, საშინაო საქმეებზე კონტროლი ივანიშვილის ახალი მთავრობისთვის გადაებარებინა, თავად კი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ფოკუსირება მხოლოდ საგარეო ურთიერთობებზე მოეხდინა. მან ივანიშვილს ერთი-ერთზე დიალოგისკენ მოუწოდა, რათა ეს ჩიხი დასრულდეს', - აღნიშნავს, თავის მხრივ, Financial Times თიმეს.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები