მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს .
როგორც 'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის მცხეთის ქუჩა #8-ში საპატრულო პოლიციას სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტილი აქვთ.
ჟურნალისტებთან საუბრისას რამაზ კლიმიაშვილის ახლობელმა ქალბატონმა, მარინა ტერენტიევამ განაცხადა, დღეს დილიდან ურეკავდა რამაზ კლიმიაშვილს სახლის და პირად ტელეფონზე, მაგრამ ზარებს არავინ პასუხობდა.
მცხეთის ქუჩა #8-ში მარინა ტერენტიევა უკვე სამართალდამცავებთან ერთად მივიდა და კარების გახსნის შემდეგ ბინაში კლიმიაშვილის ცხედარი აღმოჩნდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლობა, ბინაში გაზის გაჟონვა იყოს. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, კლიმიაშვილი წუხელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.
სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. გარდაცვლილის ბინაში, კრიმინალისტებთან ერთად, ”ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
რამაზ კლიმიაშვილი 70 წლის იყო.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები