მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პოლონელი და ჩეხი ჟურნალისტები და ღვინის ექსპერტები ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს ეცნობიან

პოლონელი და ჩეხი ჟურნალისტები და ღვინის ექსპერტები ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს ეცნობიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტები და ექსპერტები საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდნენ. 
ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ისტორიული ძეგლები - წინანდლის მუზეუმი, ძველი და ახალი შუამთის მონასტრები მოინახულეს. მათ ასევე დაათვალიერეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების - ,,შუხმანის', ,,შუმის' და 'თელავის ღვინის მარნის' საწარმოები, ადგილზე დააგემოვნეს ტრადიციული ქართული ღვინო და ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს გაეცნენ. 
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქვევრის და ბიო ღვინოების დაყენების უნიკალურმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია. უცხოური მედიის წარმომადგენლები თონის პურის, ყველისა და ჩურჩხელის დამზადების ტრადიციებსაც გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების და ღვინის ექსპერტების საქართველოში მოწვევა მომავალშიც გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზანია, მსოფლიომ გაიცნოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები