მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპარლამენტის რეზოლუციას მნიშვნელოვან დოკუმენტად აფასებს. როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგალაძემ განაცხადა, დოკუმენტში არა მხოლოდ ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, არამედ რეზოლუცია განსაზღვრავს გარკვეულ მიმართულებებს და იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებსაც.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც შეთანმების საფუძველზე აიღო.“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნდა შეწყდეს რუსული პასპორტების უკანონო დარიგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები