მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი დახვდა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ასევე, პრეზიდენტი მიესალმა 'ქართული ოცნების' მხრიდან სამუშაო ჯგუფის წევრებსაც. 
შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით იმართება და მას სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებიან. 
როგორც ცნობილია, 'ქართული ოცნების' მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან: ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქრაძე. 
როგორც 'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრას მხოლოდ ფოტორეპორტიორები გადაიღებენ და განცხადებები შეხვედრის შესახებ მხოლოდ კამერებისთვის გაკეთდება.
ამასთან, როგორც გუშინ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება განხილული. 'ყველა საკითხს განიხილავენ. ალბათ განხილული იქნება საარჩევნო პროცესიც', - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები