მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტი აგვისტოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „მე  არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!' - განაცხადა პრეზიდენტმა.


„თქვენ გახსოვთ, რომ პოლონეთს 1939 წელს თავს დაესხა  საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია. გერმანელებმა თქვეს, რომ პოლონელებმა დაიწყეს ომი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირმა თქვა, რომ პოლონელებმა დაიწყეს პროვოკაციები. იგივე თქვა საბჭოთა კავშირმა ფინეთზე, რომ პატარა ფინეთი დაესხა საბჭოთა კავშირს...

აქ ხშირად იცვლებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტები, პოლონეთის მთავრობები, მაგრამ პილონეთის არც ერთ ახალ პრეზიდენტს არ მოსვლია აზრად გადაეწერა პოლონეთის ისტორია. ისინი ყოველთვის იდგნენ პოლონეთის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აქ იყო პრეზიდენტი კაჩინსკი, ამ სასახლეში.

თქვენ იცით როგორ დაგვიჭირა მან მხარი 2008 წელს და რამხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდა მას ამ მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, თუნდაც პრეზიდენტ კაჩინსკის ღვაწლის ფეხქვეშ გათელვაა ის, რაც გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა შეიაღებული ძალები და ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში.

არც ერთ ოფიციალურ პირს, 2008 წლიდან მოყოლებული, გარდა, რუსული ოფიციალური პირებისა და გარდა ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. ყოველთვის ამ ომის ინიციატორად და აგრესორად გამოყვანილი იყო რუსეთი.

მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და სამწუხაროდ ჩემთვის, ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას უნდა პრაგმატული პოლიტიკის გატარება რუსეთთან.  მინდა ვთქვა, რომ  მე ამას მივესალმები, ჩვენც ვცდილობდით ამის გაკეთებას. მაგრამ ამიხსენით,  რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენი ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ ოკუპაციისი ურიდიულ  დასაბუთებას. რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას ჰქონდა დაკარგული.

მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როცა შემოჭრილი ქვეყანა ზეწოლას  ახდენდა ადგილობრივ მთავრობაზე, წინა მთავრობის გასამართლების მიზნით, რადგან ის ოკუპანტებს უწევდა  წინააღმდეგობას. 

ძალიან ნათლად თქვა რუსეთმა რაც უნდოდა 2008 წელს, ეს თქვა პუტინმაც: ჩემი ფიზიკური განადგურება ან კიდევ უკეთესი, რაც არა ერთხელ თქვეს რუსებმა, ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება.  ეს არის ის, რასაც მსოფლიო ისტორიაში ალბათ პრეცედენტი არ აქვს! 

გასაგებია, რომ წინა მთავრობა გაასამართლო ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის, ან მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის, მაგრამ უყენებდე ბრალს წინა მთავრობას იმისთვის, რომ წინააღმეგობა გაუწია მტერს და უკან არ დაიხია, 

ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ არ მივეცით მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის  და სახელმწიფო დამოუკიდებლობისნიველირების საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ გვბობმდავდნენ და გვაშინებდნენ არ ვთქვით უარი ჩვენს ყველაზე მთავარ ატრიბუტებსა და პოზიციებზე.  საქართველომ 1921 წელს ეს ვერ  შეძლო. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა მეოცე საუკუნის განმავლობაში.

საქართველომ  მსხვერპლისა და დროებითი ტერიტორიული ოკუპაციის ფასად მაინც შეძლო მთავარის შენარჩუნება.  ახლა არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს ყველაფერი,  ჩვენივე ხელით ჩავაბაროთ.

რა თქმა უნდა, ქართველ  ხალხს რომელიც უზომოდ მიყვარს, მათ ნაწილს, უფლება აქვთ არ მოვწონდე და არ ეთანხმებოდნენ ჩვენგამონათქვამებს, მაგრამ მოდით დღეს, ერთი წუთით დავფიქრდეთ ფაქტებზე.

დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ პირველად სამხედრო მოქმედებები, საქართველომ დაიწყო. პრაქტიკულად კოზირს აძლევს  აგრესორს.

გულსატკენია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხელით ცვლის ოკუპაციის შესახებ კანონს და კოზირს აძლევს ოკუპანტებს. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება,რომელიც აპირებს გამოიძიოს და დასაჯოს წინა მთავრობა, იმისთვის, რომ, მან საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა სეპარატისტების მიმართ სპეცოპერაციები და საგანგებო ქმედებები.

 კიდევ ერთხელ ვიმეორებ სეპარატისტების წინააღმდეგ. იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას. მე არ ვიცი მსგავსი პრეცენდენტი არც ერთი ქვეყნის უახლეს ისტორიაში! 

დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს!  პრაქტიკულად ის  ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას.

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს ეთნოგრაფიული ექსპონატი და მხოლოდ იმით უნდავიამაყოთ და მოვიწონოთ თავი, თუკი ცეკვა-თამაშში დაგვიკრავენ ტაშს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრაქტიკულად სამშვიდობოს ვიყავით!  ახლა კი მოდით  ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენი  ახალი ორჯონიკიძეების ხელით საქართველომ თვითონ ჩააბაროს მტერს ჩვენი დამო უკიდებლობის გასაღები, თავად დაუშვას საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა და თავად ავიღოთ ხელი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.

მე, როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება.

მე, როგორც საქართვლოს მოქალაქე და პრეზიდენტი ვაცხადებ,  ერთი წუთით  არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი  საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევაა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ახლა, ახალ ვითარებაში, ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ბოლომდე შესრულებამდე,  მე გული მტკივა, საქმე ეხება არა ჩემ თავს და ჩემ პიროვნებას, ეს მეასეხარისხოვანია, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული მოფრთხილება ჩვენი მომავლის და დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, კვირეებში და წლებში' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=wgxrqyr0Pp0

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები