მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტი დაჯავშნულ მანქანებზე უარს ამბობს და მხოლოდ პირად ტრანსპორტს გამოიყენებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ...

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს: იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გაადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, მათ უკვე დაწერილი აქვთ პატაკი სდსს-დან წასვლის შესახებ. ხოლო ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს, მათ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული, არის უსამართლო, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ.' - ნათქვამია განცხადებაში. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები