მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტი სააკაშვილი ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებში პროვოკაციის ნიშნებს ხედავს

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო მრავალეთნიკური, მრავალკომფესიური ქვეყანაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.

„გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი, კარგი ხალხი. მეჩვენება, რომ ყველანაირი დაძაბულობა იქ ატარებს ხელოვნურ და შეიძლება პროვოკაციულ ხასიათს. პრაქტიკურად 9 წელიწადია საქართველოში მსგავსი დაძაბულობის არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესებშია, რომ სამოქალაქო მშვიდობა, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება მომავალშიც გაგრძელდეს. ახლა მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გასვლა. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, უახლესი ოსტორიიდან გამომდინარე, ასეთი რამეები პოტენციურად ძალიან საშიში შეიძლება იყოს',- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა ადგილზე ჩავიდნენ და სიტუაციის ბოლომდე განსამუხტავად ყველაფერი გააკეთონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ქმედებებით, გავაგრძელებთ საქართველოში განვითარებას, შევინარჩუნებთ სამოქალაქო მშვიდობას, არ დავუშვებთ რომ ჩვენს საზოგადოებას ვინმემ საფრთხე  შეუქმნას',- დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.  

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები