მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტი სააკაშვილი: ვამბობდი, რომ არსებობდა საფრთხე მნგრეველთა დიდი ბრიგადა მოსულიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის შუშის ხიდის დანგრევა აკვიატებად იქცა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ხიდის დანგრევასთან ერთად რიყეზე თეატრის მშენებლობაც უნდა შეჩერდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს მშენებლობები უნდა შეჩერდეს, თუმცა ჩვენ კანონის დარღვევით მათ შეჩერებას არ ვაპირებთ. ახლა პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ აგარაკების მშენებლობა შევაჩეროთ... რაც სიმახინჯეა აუცილებლად უნდა მოვაშოროთ. ზოგადად მე არაფრის დანგრევას არ ვაპირებ, ჩემი მთავარი მიზანი ქვეყნის აღმშენებლობაა და ამ ყველაფერს ძალიან მალე საკუთარი თვალით ნახავთ', - განაცხადა ივანიშვილმა.

ნგრევის თემას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „მგრეველთა დიდმა არმიამ' გამარჯვა.

„გუშინ საქართველოს მთავარობამ მასშტაბური ნგრევის შესახებ განცხადება გააკეთა. თანამედრივე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევის არსებობს ავღანეთში,  თალიბანების მიერ განხორციელებული. არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთლი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით',- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით ამომრჩეველმა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მისცა  და არა ნგრევას.

'არჩევნების წინ ვიძახდი, რომ სამწუხაროდ არსებობდა საფრთხე, მნგრეველთა დიდი ბრიგადა მოსულიყო და ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ძალიან ბევრს. სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ამ დაპირებას ასრულებენ', - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ივანიშვილის განცხადებას გუშინვე სპეციალური განცხადებით უპასუხა დედაქალაქის მერიამ...

„თბილისის მერია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად დაახლოებით 25-დან 35 მილიონ ლარამდე ხარჯავს.  კარგი იქნებოდა ნიშნის მოგების ნაცვლად, ბატონ პრემიერს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალური სურვილი  გამოეთქვა.

რაც შეეხება რიყის თეატრის მშენებლობას, ის არ შენდება თბილისის ბიუჯეტიდან. თეატრი სპეციალური ტრანსფერით  ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ისე რომ, ის თბილისის ბიუჯეტში საერთოდ არასდროს ყოფილა ასახული.

სამწუხაროა, რომ მმართველობის ორი თვის თავზე, პრემიერი დღემდე ვერ გაერკვა ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის დეტალებში.

რაც შეეხება რიყის ტერიტორიის განვითარებასა და თავად თეატრს,  მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის პრაქტიკულად დასრულებულია. შესაბამისად, საუბარი თეატრისა და მშვიდობის ხიდის  დემონტაჟსა თუ დანგრევაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვანდალიზმის ტოლფასია. 

თუ პრემიერ-მინისტრს ძველი თბილისის არეალში თანამედროვე არქიტექტურული ჩარევების საკითხზე შესტკივა გული, მოვუწოდებთ მას, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამავე კონტექსტში განხილულ იქნას მისი კუთვნილი სახლისა და ბიზნეს-ცენტრის სოლოლაკის ქედზე მშენებლობის საკითხიც.

მხოლოდ ასეთ პირობებში მიგვაჩნია მსჯელობა სამართლიანი,  ობიექტური  და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურისაგან თავისუფალი.

სხვა შემთხვევაში ყოველი ასეთი მცდელობა განხილულ იქნება, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსის ახირება თუ პოლიტიკური შურისძიება.

სამწუხაროა, რომ შენობები პოლიტიკური შურისძიების საგანი შეიძლება გახდეს. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის',- მიიჩნევენ დედაქალაქის მერიაში.

პრემიერისგან განსხვავებით დედაქალაქელების დიდ ნაწილს შუშის ხიდს მიმართ აგრესია არ აქვს. მოქალაქეები რიყის თეატრის მშენებლობასაც მიესალმებიან.

მათთვის გაუგებარია თუ რატომ ებრძვის პრემიერ მინისტრი თანამედროვე შენობებს და რატომ უწოდებს მას სიმახინჯეს, მაშინ როდესაც თვითონაც საკმაოდ თანამედროვე  შუშის სასახლეში ცხოვრობს და თან ისე მოსწონს, რომ მთავრობის მართვას ამ სასახლიდანაც არ გამორიცხავს. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები