მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. საქმე ისაა, რომ დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თემურ ჯანაშია ივანიშვილმა საკუთარი დაცვის წევრით ჩაანაცვლა.  

ივანიშვილმა, მას შემდეგ რაც საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მოხსნა და მის ადგილას საკუთარიო დაცვის წევრი დანიშნა, დაიწყო ვაჭრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით. მან დღეს, პრეზიდენტს მუქარანარევი ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც უფრო მაფიოზის მიერ დაწერილს ჰგავდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრისას... 

'პრეზიდენტი თვლის რომ ის თავის თავს ვერ დააყენებს კონსტიტუციაზე მაღლა. 'ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რომ უარი თქვას პირად დაცვაზე', - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა. მისი თქმით, პრეზიდენტის დაცვისთვის სპეციალური ღონისძიებები დილიდან არ განხორციელებულა.

სრულად გთავაზობთ პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებას

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. სხვადასხვა სახის ზემოქმედების მცდელობები ხორციელდებოდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებზეც.

თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინათ და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თობაზე. ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. თუმცა, უკვე კანონის მიღების შემდეგ მათ უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს.

უკვე კანონის მიღების შემდეგ, დაცვის სამსახურის სანაცვლოდ, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ. პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან. პრეზიდენტი ვერანირად ვერ დააყენებს საკუთარ თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დათანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი პირადი უსაფრთხოება.

ამიტომ, მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს - მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე.

მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება. თუმცა ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადადგილებაში და ვერც, შესაბამისად, ხალხთან შეხვედრებში, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატიურად ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მასთან ერთად იყო და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს', - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები