მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტმა ბათუმში ჩაძირული გემი დაათვალიერა

სვანეთში თხილამურებით სრიალის და მესტიის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტი აჭარაში დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილმა სარფში დაივერებთან ერთად ხელოვნური რიფის შექმნის მიზნით ჩაძირული გემი დაათვალიერა.

პრეზიდენტმა მყვინთავებთან ერთად 12 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა.

წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. ადგილობრივი ხელისუფლება ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის წყალმცენარეების და ხელოვნური რიფების შექმნასაც აპირებს.

მომავალი წლიდან ტურისტებისთვის აქ კიდევ რამდენიმე წყალქვეშა ტური მოეწყობა.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები