მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.
ცერემონიალისას თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
მუხათგვერდის სასაფლაოზე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული, რომელთაგან  რამდენიმეს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები