მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტმა მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა შეამცირა

სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის საკონკურსო კომისიიდან პრეზიდენტმა ერთი კანდიდატურა „ამოაგდო'. პრეზიდენტის გადაწტვეტილებით აღნიშნული კომისია დატოვა ნატალია ყანჩელმა. ქვეყნის პრეზიდენტის №1121 ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ნატალია ყანჩელი.

როგორც ცნობილია, კიმისიის შემადგენლობაში შედიან - ნინო კალანდაძე-საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე, ვან აიბურთი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ,,სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ' ბრძანებულება გამოსცა. 
ბრძანებულების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევის მიზნით უნდა ჩატარდეს კონკურსი.

საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, _ ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები