მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნოვრუზ ბაირამი - გაზაფხულის დღესასწაული - საქართველო­ში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მარნეულიდან მიულოცა.

'ინტერპრესნიუსის' ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პრეზიდენტი მარნეულის ბაზარშიც მივი­და, სადაც მოვაჭრეებს გაესაუბრა და პროდუქტების ფასებით დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში სპორტული კომპლექსი გახსნა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ადვი­ლი არ არის და მსოფლიოში ბევრი ცუდი რამ ხდება, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა შენები­სა და შრომისა.

მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი საქართველოში რამიზ გასანოვი ღირსების ორ­დენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს ჯილდო რამიზ გასანოვს საქართველოსა და ქართული ერის სიყვარულისა და მეგობრობისთვის გადაეცა.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები