მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრემიერის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პირობებში,  პრეზიდენტობის 'ეტალონ' კანდიდატად ვახტანგ ხმალაძე ესახება, ირაკლი ალასანია კი, მისი აზრით, 'ამ ეტალონს' ვერ ერგება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
'პრეზიდენტის პოსტზე მე ვახტანგ ხმალაძე აბსოლუტურად შეგნებულად დავასახელე. ეს იყო სიმბოლური იმისა, რომ საზოგადოებასა და კოალიციის წევრებს კარგად გაეგოთ ახალი ინსტიტუტის მნიშვნელობა. ის ინსტიტუტი, რაც დღეს არის და რაც შემოდის, პრინციპულად განსხვავებულია. ამისთვის ეტალონურია ხმალაძე. ახალი ინსტიტუტის დროს პრეზიდენტს უფრო კრიზისის შემთხვევაში მომრიგებლის როლი აქვს', - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი თავდაცვის მინისტრი იყოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ალასანია 'ამ ეტალონს' ვერ ერგება.
'საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ალასანიას ყველაფრის უფლება აქვს. თვითონ თუ მოუნდება, გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია ეს გააკეთოს, ოღონდ ფორმები დაიცვას სწორად. თუ კოალიციაშია, კოალიციას შეეკითხოს, თუ მის აზრს არ გაიზიარებს, გადის კოალიციიდან და აკეთებს რისი სურვილიც აქვს. კოალიციაში ამის განხილვა არ დაგვიწყია, შესაბამისად, პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ალასანია ამ ეტალონს, რაზეც უკვე ვისაუბრე, ვერ ერგება, მაგრამ მე მარტო არ გადავწყვეტ ამ საკითხს, გარწმუნებთ', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ ალასანიას ან სხვა ვინმეს მისი ეს აზრი არ მოეწონება, შეუძლია კოალიციიდან გავიდეს და კენჭი იყაროს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები