მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრემიერი უფროდაუფრო „ცრუვდება“

,,ქართული ოცნების' მაჟორიტარობის, სამი კანდიდატის ვინაობაც  გახდა ცნობილი.  კანდიდატები „ქართული ოცნების' ლიდერმა,  ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა.   შუალედურ არჩევნებში, ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის'  კანდიდატ  მირზა (პაპუნა) დავითაიას,  „ქართული ოცნებიდან'  თამარ კორძაია დაუპირისპირდება. 

კორძაიას წარდგენისას „ქართული ოცნების' ლიდერმა აღნიშნა, რომ მას იგივე თვისებები აქვს, რაც იუსტიციის მინისტრს.  ივანიშვილი: ის, რაც მოგწონთ თეაში, დაახლოებით ისეთივეა ქალბატონი თამარიც. თამარი ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.  თამარი არის ისეთივე პრინციპული და სამართლიანი, როგორც თეა. ისინი არ გაცრუვდებიან თეას შემდგომ, რაც მოგწონთ თეაში ისეთივე ქალბატონია თამარი. ძალიან ღირსეული კანდიდატია' - ასე „ხატოვნად' დაახასიათა კორძაია ივანიშვილმა. გაურკვეველია, რას  გულისხმოდა „არ გაცრუვდებიან'-ში პრემიერი. სავარაუდოდ, მას უნდოდა ეთქვა, რომ კორძაია წულუკიანის ჰგავს და  იმედებს არ გაგვიცრუებს.  (!!) 

ბაღდათის რაიონში,   ,,ქართული ოცნების' მაჟორიტარობის კანდიდატი  პაატა კიკნაველიძე იქნება. რაც შეეხება სამტრედიას,   იურისტი გიორგი კახიანი დასახელდა.  როგორც ივანიშვილმა კახიანის დახასიათებისას აღნიშნა, მან გაითვალისწინა დავით უსუფაშვილის რჩევა და არჩევანი იურისტებზე შეაჩერა, რათა პარლამენტში კვალიფიციური კადრები შევიდეს. 

,,ხედავთ რომ იურისტებზე ვჩერდები, რამდენადაც უსუფაშვილი განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრი, ბევრი მათგანი ვინც პარლამენტშია, საზოგადოებას უყვარს, მაგრამ ვერ არიან ისეთი, როგორიც საჭიროა კანონწარმოებისთვის. ამიტომ, გავჩერდით იურისტებზე და წარმოვადგინეთ, საზოგადოებას შეუძლია კიდევ ერთჯერ შეაფასოს ჩვენი გუნდის დამოკიდებულება საქართველოსადმი. როცა ოპოზიციაში ვიყავით,  ვახერხებდით სახელოვანი და წარმატებული ადამიანების შერჩევას. დღეს,  ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი. პროფესიონალი იურისტები ვარჩიეთ, რადგან გამარჯვების მეტი შანსია,'- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. 

რისი თქმა სურდა პრემიერს, მკითხველი ალბათ მაინც მიხვდა. მოკლედ, რაც მეტს ლაპარაკობს პრემიერი, მით მეტად „ცრუვდება'.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები