მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა თანამდებობა დატოვა .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' მჭედლიშვილმა განუცხადა, ის პირველი აგვისტოდან კომპანია Japan Tobacco International-ის კავკასიის ოფისში კორპორატიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მენეჯერად გადავა. 
'ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის გუნდში. მასთან ურთიერთობა იყო დიდი გამოცდილება და სიამოვნება. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ნიკას, მთლიანად მის გუნდს, პრემიერის პრესცენტრს და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის', _ აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი.
მჭედლიშვილისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები