მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრო­კუ­რა­ტუ­რა: დღემ­დე არ ყო­ფი­ლა პრო­კუ­რო­რი, ვი­საც არ ჰქო­ნია სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რის, ან მა­გის­ტრის დიპ­ლო­მი

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დგომ არ ყო­ფი­ლა ისე­თი პრო­კუ­რო­რი, ვი­საც არ ჰქო­ნია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, ან მა­გის­ტრა­ტუ­რის დიპ­ლო­მი. ამის შე­სა­ხებ ტა­ბუ­ლას ინ­ფორ­მა­ცია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ა­წო­და. პრო­კუ­რო­რო­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრებ­საც. იგი­ვე უწ­ყე­ბე­ბი ტა­ბუ­ლას პა­სუ­ხად მი­უ­თი­თე­ბენ მოთ­ხოვ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც წა­ე­ყე­ნე­ბა პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ პირს და გან­საზ­ღვრუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, იმი­სათ­ვის, რომ პრო­კუ­რო­რი გახ­დეს, პირს მო­ეთ­ხო­ვე­ბა ჰქო­დეს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ფლობ­დეს სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის ენას, გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს სტა­ჟი­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ებ­ში (ან იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის სამ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა) და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, მათ შო­რის, სის­ხლის სა­მარ­თალ­ში. ეს სა­კით­ხე­ბი მას შემ­დეგ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, თეა წუ­ლუ­კი­ანს, რო­მე­ლიც ამავ­დრო­უ­ლად პრო­კუ­რო­რი­ცაა, არ მი­უ­ღია უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა- არ აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მა­გის­ტრა­ტუ­რა, ან სხვა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აც­ხა­დებს, რომ მან გა­ნათ­ლე­ბა ფრან­გულ სას­წავ­ლე­ბელ ENA-ში მი­ი­ღო, სა­დაც მას სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა (MPA). მარ­თა­ლია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ათა­ვი­სუფ­ლებს, თუმ­ცა, თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­ით­ხოვს სის­ხლის სა­მარ­თლის ცოდ­ნას და ამ ცოდ­ნის ფორ­მა­ლურ და­დას­ტუ­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ENA სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ ამ­ზა­დებს. საფ­რან­გეთ­ში სის­ხლის სა­მარ­თლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი გა­მიჯ­ნუ­ლია და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ანა­ლო­გი­უ­რი დიპ­ლო­მის მქო­ნე პი­რი, სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გე­ნე­რა­ლი გი­გი კა­ლან­და­ძე პი­რა­დად და­ა­კა­ვა. ENA-ს კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სა­ფი­ნან­სო და­ვებ­ზე შე­უძ­ლი­ათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. ტა­ბუ­ლამ იუს­ტი­ცი­ის სამ­ნის­ტრო­სა და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია 6 და 11 მარტს გა­მო­ით­ხო­ვა.

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები