მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრობლემური დანაშაულები მოსახლეობის შეფასებით

გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემური 11 კატეგორიის დანაშაულია.

ეს დასკვნა ვიქტიმილოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორმა იან ვან დაიკმა და კრიმინოლოგიის პროფესორმა გიორგი ღლონტმა, კომპანია «გორბი'-ს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე გააკეთეს.

გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობისთვის საქართველოში კრიმინალური სიტუაცია ბოლო ხუ­თი წლის მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა და რესპონდენტები თავს უსაფრთხოდ და და­ცულად გრძნობენ. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ყვე­ლაზე მწვავე პრობლემა ნარკოდანაშაულია - განსაკუთრებით, ნარკოტიკების მოხმარება და ნარკო­ტიკებით ვაჭრობა. რესპონდენტთა 86 პროცენტი ძალზე ნეგატიურადაა განწყობილი იმ პირები­სადმი, რომლებიც ნარკობიზნესით არიან დაკავებული. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი უნდა დაისა­ჯონ თავისუფლების აღკვეთით.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობისთვის მეორე პრობლემური დანაშაულია სი­ცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მესამე - ქურდობა, მას მოსდევს ტრეფიკინგი, ხუ­ლიგნობა, კორუფცია, თაღლითობა, ყაჩაღობა, სექსუალური დანაშაული, ძარცვა და ბოლო ადგილ­ზე აღმოჩნდა 'ქურდული სამყაროს' წევრობა.

სიცოცხლის ხელყოფა - მკვლელობა, გამოკითხულთა 18 პროცენტმა მიიჩნია განსაკუთრებით პრობლემურ დანაშაულად. სხვა დანაშაულები - ტრეფიკინგი, ხულიგნობა, კორუფცია, თაღლითო­ბა, შეიარაღებული ყაჩაღობა, ძარცვა, სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და კრიმინა­ლური საზოგადოების წევრობა პრობლემურად შეაფასა გამოკითხულთა მხოლოდ 15-მა პროცენტ­მა.

ანალიზის ავტორები აცხადებენ, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგები გამოვლინდა საქართველოს კრიმინოგენული სიტუაციის შეფასებისას. გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ დანაშაულის დონემ დაიკლო. 16 პროცენტს მიაჩნია, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გაუარეს­და, ხოლო 7 პროცენტის აზრით, დანაშაულის დონე არ შეცვლილა.

გამოკითხული მოსახლეობა დანაშაულის შემცირების მიზეზებად მიიჩნევს სამართალდამცველი ორგანოების გაუმჯობესებულ მუშაობას (58 პროცენტი) და სწორ სისხლისსამართლებრივ პოლიტი­კას - 'კანონიერი ქურდების' წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარებას (34 პროცენტი).

რესპონდენტთაგან, რომელთა აზრითაც, საქართველოში დანაშაულის დონემ იმატა, მხოლოდ 6 პროცენტი მიიჩნევს ამის მიზეზად სამართალდამცველთა საქმიანობაში ხარვეზებს - პროფესიონა­ლიზმის უქონლობას, ზედმეტად ლიბერალურ კანონმდებლობას. უმეტესობამ კი დანაშაულის ზრდის მიზეზად დაასახელა უმუშევრობა (77 პროცენტი) და ცუდი ეკონომიკური პირობები (55 პროცენტი).

აღმოჩნდა, რომ რესპონდენტებს მომავალში დანაშაულის კიდევ უფრო კლებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვთ. გამოკითხულთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ დანაშაული დაიკ­ლებს, 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ უცვლელი დარჩება და 8 პროცენტის აზრით, გაიზრდება.

ანალიზის ავტორების აზრით, კრიმინოგენული დონის შემცირების ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძ­ლება ჩაითვალოს ისიც, რომ რესპონდენტების 91.9 პროცენტის განცხადებით, ბოლო წლებში, საცხოვრებელ სახლში ან უბანში, მათ არ ჰქონიათ არანაირი პრობლემა ფულის ან სხვა ნივთის თხოვნასა თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით. 'ამ ტიპის დანაშაული გავრცელებული იყო 'ვარდე­ბის რევოლუციამდე,' როდესაც 'კანონიერ ქურდებს' საქართველოში მეტი ძალაუფლება ჰქონ­დათ. საზოგადოების აზრით, დანაშაულის დონის დაკლებაზე მიუთითებს ისიც, რომ რესპონდენ­ტთა 86 პროცენტის მოსაზრებით, 'კრიმინალური ავტორიტეტების' გავლენა ბოლო 5 წლის განმავ­ლობაში საგრძნობლად შემცირდა,' - აცხადებენ დასკვნის ავტორები.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მოსახლეობას შორის ყველაზე მაღალ ნდობას იმ­სახურებს საპატრულო პოლიცია, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს სხვა ძალოვან სტრუქტურებს. რესპონდენტთა ნდობა დაბალია არასაპატრულო პოლიციის მიმართ, შემდეგ მო­დის პროკურატურა და ბოლო ადგილზეა სასამართლო.

'დანაშაულთა კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები საქართველოში დანაშაულის დონი­სა და სამართალდამცველი ორგანოების შეფასებასთან დაკავშირებით.

გამოკითხულ რესპონდენტთა შორის მაღალია სამართალდამცველ ორგანოთა მიმართ ნდობა, რაც პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაში უსაფრთხოების აღქმაზე. გამოკითხულთა 72 პროცენ­ტის აზრით, საქართველოში დანაშაულის დონემ დაიწია და მოსახლეობის შეფასებით, მომავალი 5 წლის მანძილზე მისი დონე კიდევ უფრო დაიწევს,' - ასეთია კვლევის ავტორთა დასკვნა.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები