მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პროგრამა `ღიმილიანი საქართველო` გრძელდება

საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის სტომატოლოგიურ მომსახურებას გულისხმობს, გრძელდება. პირველი ადგილი, სადაც ამ კატეგორიის პირებს დახმარება აღმოუჩინეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსაა.

1000-მა მოქალაქემ უკვე მიიღო თერაპიული და ქირურგიული მომსახურება, მათ ნაწილს კი ორთოპედიული მკურნალობაც ჩაუტარდა. სტომატოლოგიური მომსახურება მოსახლეობას მოწვეულმა ექიმებმა სპეციალურად აღჭურვილ ორ სამედიცინო ავტობუსში გაუწიეს.

მას შემდეგ რაც პროგრამა 'ღიმილიანი საქართველო' ამოქმედდა, 200-მდე ადამიანს კბილის პროთეზირება გაუკეთდა. მომდევნო დღეებში მოძრავი სტომატოლოგიური კაბინეტი ოზურგეთის სოფელ ნატანებში გადაინაცვლებს და 2000-ზე მეტ 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეს გაუწევს მომსახურებას. მანამდე კი საპრეზიდენტო პროგრამის მიმდინარეობას სუფსაში თავად პრეზიდენტი გაეცნო.

რუსთავი 2

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები