მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პროექტს “თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი” ევროკავშირის წარმომადგენლობამ მხარი დაუჭირა

სამოქალაქო მოძრაობა 'ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის' თავმჯდომარემ ნესტან კირთაძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან და საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან საქართველოში ბატონ ბორის იაროშევიჩთან.

როგორც 'ჯი-ეიჩ-ენს' სამოქალაქო მოძრაობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 'ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის' ახალი პროექტი. _ აფხაზურ და ოსურ ენებზე ყოველკვირეული გაზეთის 'თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალის' გამოცემა, რომელიც განხორციელდება თბილისში პროექტის პარტნიორთან - გაზეთ 'სვობოდნაია გრუზიას'- თან ერთად.

'ეს გახლავთ უპრეცენდენტო პროექტი პოსტკონფლიქტური საქართველოს სინამდვილეში, როდესაც სწორედ მედიის მეშვეობით იწყება პირდაპირი დიალოგი თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი. პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი გამოიცემა აფხაზურ და ოსურ ენებზე. და იგი განხორციელდება პროგრამით - 'ხალხი ხალისათივის.' - განაცხადა შეხვედრაზე ნესტან კირთაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სრული თანადგომა და მხარდაწერა გამოხატა პროექტის მიმართ.

'უფრო მეტიც, ჩვენ ვიქნებით პირველი ხელმომწერები ამ ყოველკვიერული გამოცმისა, რომელსაც დიდი სიამოვნებით და ინტერესეით გავეცნობი' - განცხადა შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოდაიგილემ, ბორის იაროშევიჩმა.
შეხვედრას ესწრებოდა პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხემძღვანელი ტობიას ტიბერგი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ნესტან კირტაძემ სპეციალური პრელკონფერენცია გამართა გაზეთ 'სვობოდნაი გრუზიას' მთავარ რედაქტორთან, ტატო ლასხსიშვილთან ერთად და მედიის წინაშე წარმოადგინა პროექტი - 'პირდპაირი დაილოგი თბილსიი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი', რომელიც სამეტაპიანია და მოიცავს:

1. აფხაზურ და ოსურ ენებზე ყოველვკვირეული ერთაშორისი გაზეთის გამოცემას

2. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების მიერ ერთაშორისი ინტერნეტ რადიო და ინტერნეტ სატელევიზიო პორტალის შექმნას

3. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების მიერ ერთაშორისი მედიაჰოლდინგის დაფუძნებას

უახლოეს მომავალში პროექტის - 'პირდაპირო დიალოგი თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი' -ს პრეზენტაცია გაიმართება ბრიუსელში, ბერლინში და პარიზში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები