მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 
'2011 წლის 28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის I ნაწილით. კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ',-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 
23 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც, შს სამინისტროს ცნობით, დაკავშირებულია 'ქართულ პარტიასთან'. სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული და ვიდეომასალა იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ირაკლი ოქრუაშვილის შემოსვლა ცხინვალიდან.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები