მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინის გარდა, ბრეივიკს რუსი ექსტრემისტებიც ესიმპატიურება

ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, როიმელიც 77 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, ციხიდან რუს მემარჯვენე ექსტრემისტებთან კონტაქტობს. როგორც მისი 4 ადვოკატიდან ერთ-ერთმა, ტურდ იურდემ განაცხადა, ბრეივიკი ქმნის ქსელს იმ რუსებისგან, რომლებიც ტერორისტს ესიმპატიურება. ასეთთა შორის ერთ-ერთი ვლადიმერ პუტინია, რომლის შესახებაც ბრეივიკმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა.

როგორც ცნობილია, ოსლოში ბრეივიკის სასამართლო კვლავ მიმდინარეობს. დაკითხვებზე მან არაერთხელ განაცხადა, რომ  მისი ტერორის მთავარი მიზანი თავის „მანიფესტის' პოპულარიზაცია იყო. ხოლო ციხეში დაწერილ წერილებში კი მიუთითებს, რომ აპირებს მიმართოს რუს ექსტრემისტებს, რათა „მსჯავრდებულთა პანევროპული ქსელი' ჩამოაყალიბოს.

ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ წერილების დიდი ნაწილი, რომლებიც ბრეივიკს ციხეში მისდის, მისი განცხადებებისა და იდეების მხარდამჭერია. თუმცაღა ტერორისტისთვის განკუთვნილ ფოსტას საგულდაგულოდ სწავლობენ ციხის თანამშრომლები - კითხულობენ და ნორვეგიულად თარგმნიან, რათა მათი შინაარსი უფროს გასაგები იყოს.

სასამართლო პროცესზე ბრეივიკი იმასაც ამტკიცებდა, რომ მისი იდეების ერთგული და მის უკან მდგომი ადამიანები, რომლებმაც  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 50 შეტევა მაინც განახორციელევს ევროპაზე, „ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობის' წევრები არიან. ბრეივიკი ამის შესახებ მუდმივად საუბრობდა როგორც გამოძიების დროს, ისე სასამართლოს დარბაზში. მან ისიც აღნიშნა, რომ აპირებს სასამართლო ორ ასეთ პიროვნებასთან დააკავშიროს, რათა ისინი დაკითხვაზე მოწმეებად გამოიძახონ.

ბრეივიკის მიერ დასახელებული ამ პიროვნებებიდან ერთ-ერთი პეტერ მანგსი, ახლა ციხეშია და შვედეთში 3 მკვლელობასა და 15 თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ბრეივიკი ასევე ამტკივებს, რომ „ყავისფერი არმიის ფრაქციის' წევრები, გერმანელი ნეონაცისტები, ბეატე ცშეპე, უვე ბენხარდტი და უვე მუნდლოსი, ასევე მონაწილეობდნენ მის ზემოაღნიშნულ მოძრაობაში. ბენხარდტმა და მუნდლოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობებით დაასრულეს, ცშეპე კი ასევე ციხეში იმყოფება მას შემდეგ, რაც მისი მიერვე აფეთქებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს აუდიოჩანაწერები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ბენხარდტი, მუნდლოსი და ცშეპე 10 თურქული წარმოშობის პირის - მაღაზიების მეპატრონეების მკვლელობაში და ორ აფეთქებაში მონაწილეობდნენ, რომელმაც 30 ადამიანი იმსხვერპლა.

ნორვეგიელ ტერორისტს სურს პეტერსა და ბეატეს თავისი „მორალური მხარდაჭერა' შესთავაზოს სასამართლო პროცესების დროს. თუმცა ბრეივიკის ადვოკატებმა არ იციან, ჰქონდა თუ არა მათი დაცვის ქვეშ ამ პირებთან „წერილობითი კონტაქტი' ციხიდან.

ნორვეგიელ სამართალდამცველებს ბრეივიკის განცხადებების არ სჯერათ და მას „ბოდვას' უწოდებენ.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები