აშშ-ში, კემპ დევიდში ჩასატარებელ „დიდი რვიანის' შეხვედრაზე რუსულ მხარეს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს.
სამი დღის წინ, ოფიციალურად დანიშნულმა რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ თავად აცნობა ამერიკელ კოლეგას.
პუტინის თქმით, იგი მთავრობის ფორმირებაზე უნდა კონცენტრირდეს და ამის გამო, აშშ-ში გამგზავრებას ვერ შეძლებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის მეთაურმა ობამასთან საუბრისას, პირადად გამოთქვა წუხილი სამიტზე ჩაუსვლელობის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
„დიდი რვიანის' შეხვედრა კემპ დევიდში 18-19 მაისს გაიმართება.
Internet.ge
ე.შ.
|