მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინის უმთავრესი კრედო – სიმკაცრე, სიმკაცრე და მხოლოდ სიმკაცრე

აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების თნამშრომლობის მორიგი სამიტის გახსნამდე, რომელსაც რუსეთი პირველად მასპინძლოვს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი მესამე ინაუგურაციის შემდეგ პირველად მისცა ინტერვიუ ტელეარხ Russia Today-ს. როგორც „როსიისკაია გაზეტა' იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგნიტსკის საქმეზე და Pussy Riot-ზე, ასევე ოპოზიციის მიმართ „ქანჩის მოჭერაზე'.

გაზეთი  „ნეზავისიმაია გაზეტა' კი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის პასუხები  უფრო გამოსვლას ჰგავდა, თანაც საგარეო მიმომხილებისადმი განკუთვნილს, ვიდრე საკუთარი ელექტორატის მიმართ. „მთავარი გზავნილი ამ რეპლიკებგარეული პასუხებისა გახლდათ - სიმკაცრე, სიმკაცრე და კიდევ ერთხელ სიმკაცრე და ყოველგვარი ორაზოვნების უარყოფა', - იტყობინება „ნეზავისიმაია გაზეტა'.

„ნეზავისიმაია გაზეტა' ასევე წერს ოპოზიციის მიმართ „ქანჩების მოჭერის' თემაზეც, რომელიც პუტინმა ინტერვიუს მსვლელობისას წამოსწია. „უნდა გვესმოდეს, რაზე ვსაუბრობთ. რას ნიშნავს ქანჩის მოჭერა? თუ ამის ქვეშ იგულისხმება მოთხოვნა ყველას, მათ შორის ოპოზიციის წარმოადგენლების მიმართ შეასრულონ კანონი, დიახ, ეს მოთხოვნა თანმიმდევრულად იქნება რეალიზებული' - კიდევ ერთი პუტინისეული ციტატა იმავე „ნეზავისიმაია გაზეტადან'.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ნიკოლაი პეტროვი მიიჩნევს, რომ პუტინის შიდაპოლიტიკურ თეზისებს გააჩნიათ შინაგანი წინააღდეგობები. „პრეზიდენტი ამბობს იმაზე, რომ ამერიკაში არსებობს სიკვდილით დასჯა, მაგრამ თავს არიდებს პასუხს შეკითხვაზე მაგნიტსკის სიის არსზე და კორუფიაზე, როგორც ამ საქმის საფუძველზე. ის ამბობს, რომ იქ არ არის პოლიტიკური სარჩული, მაგრამ ამასთან ერთად იმუქრება საზღვარგარეთელი ჩინოვნიკების მიმართ „ადეკვატური ზომების მიღებით'. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ სუსტი პოზიციაა რუსული საზოგადოების მიმართ.  მოქალაქეებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი, რადგანაც იგი სინამდვილეში მრავალი შემხთვევიდან ერთ-ერთია. უფრო მნიშვნელოვანია საკითხი იმაზე, ეს საქმე უკავშირდება თუ არა სისტემის შიგნით არსებულ კორუფციას. ამიტომაც ინტერვიუს ბოლოს პუტინის პათოსი, სადაც ის საუბრობს კორუფციაზე, ხაზგადასმულია მისი დამოკიდებულებით მაგნიტსკის საქმისადმი', - მიაჩნია პოლიტოლოგს.

პეტროვი ამბობს, ინტერვიუში გამოჩნდა, რომ კრემლს ქვეყნის პოლიტიკური გავითარების გააზრებული სტრატეგია არ გააჩნია, „არის მხოლოდ რეაქტიული გასროლები, როცა ხელისუფლება ამჩნევს ხვრელებს, ცდილობს იგი ამოკემსოს, ხოლო შემდეგ უკვე ცდილობს თავი გაიმართლოს იმით, რაც გააკეთა'.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსეი არბატოვის თქმით, საშიანაო პოლიტიკის საკითხებზე პუტინის პასუხები დასავლეთელ პარტნიორებს მიანიშნებს, რომ მათ არ უნდა უღირდეთ რუსეთის საშინაო პოლიტიკით დაინტერესება, რადგანაც მას პუტინი ისე წაიყვანს, როგორც ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო მოსკოვზე ზოწოლა, როგორც ეს წინათ ხდებოდა, ახლა არ გამოვა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები